მალტური ენა

Authors

  • ნინო ფეიქრიშვილი UNIVERSITY OF GEORGIA

Keywords:

დიალექტი, მალტური ენა

Abstract

მალტური ენა თავისი სტრუქტურით და ტერმინოლოგიით წარმოადგენს შერეულ
ენას, რომელიც წარმოიშვა არაბულიდან, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკული
არაბულიდან. იტალიურ და ინგლისურ ენებთან კონტაქტმა ის შედარებით განვითარებულ
ცივილიზაციას დაუკავშირა. მალტურ ენას გააჩნია კლასიკური არაბული ენის ანალოგიური
ძირის სტრუქტურა, სწორი და მსხვრეული მრავლობითი ფორმები, ორობითი რიცხვი,
განსაზღვრული არტიკლი და ზოგადი არაბულისთვის დამახასიათებელი ზმნის
ფორმირება, აგრეთვე არაბული ენისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელის სტრუქტურა
და რიცხვითი სახელი. ზოგადი დიალექტიკური ენობრივი მახასიათებლები, რომელიც
საერთოა ჩრდილოეთ არაბულ დიალექტებთან, აღინიშნება მალტურ ენაშიც. ეს
დაკავშირებულია მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებთან. მალტისა და ჩრდილოეთ
აფრიკის არაბულ დიალექტებში არსებული ნამყო და აწმყო ზმნის მსგავსი ფორმირება
გვხვდება მალტურშიც.

მალტური ენა მდიდარია სემიტური ლექსიკით, რომელიც დამკვიდრდა
ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამჟამადაც გამოიყენება. მალტური ენა საკმაოდ რთული
ფენომენია, რადგან ის ერთადერთი სემიტური ენაა, რომელიც ლათინური ანბანით იწერება.
ეს ენა დიდ ყურადღებას მეცნიერული თვალსაზრისითაც იპყრობს.

Published

2023-12-27

How to Cite

ფეიქრიშვილი ნ. (2023). მალტური ენა . Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/170

Issue

Section

Articles