ბიოგრაფიული ცნობები თუნისელი გენერლის აბუ მუჰამმად რაშიდის შესახებ
Keywords:
თუნისი, ოსმალეთის იმპერია, გენერალი რაშიდი, მამლუქები, ყირიმის ომი (1853-1856)Abstract
სტატია მიმოიხილავს ქართული წარმომავლობის თუნისელი გენერლის, აბუ
მუჰამმად რაშიდის ბიოგრაფიას. ის სავარაუდოდ 1802 წელს დაიბადა გურიაში,
ქობულეთთან ან ოზურგეთთან ახლოს მდებარე სოფელში. ბავშვობისას, ტყეში თამაშის
დროს ყაჩაღებმა გაიტაცეს და მონად გაყიდეს სტამბულში, საიდანაც მოგვიანებით
თუნისში მოხვდა. რაშიდი შეიძინა თუნისის საფაშოს მაღალჩინოსანმა, წარმოშობით
ქართველმა სულეიმან ქაჰიამ, რომელმაც შეიფარა და აღზარდა, ხოლო გარკვეული დროის
შემდეგ გადასცა თუნისის მმართველ ბეის. რაშიდი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა
სამხედრო საქმისადმი რის გამოც, 1837 წელს ქალაქ სუსას ადმინისტრაციის
ხელმძღვანელად დააწინაურეს. მან მალევე მიატოვა ადმინისტრაციული თანამდებობა და
მთლიანად გადაერთო თუნისის არმიის რეფორმირების საქმეზე. რაშიდს ახასიათებდნენ
როგორც განათლებულ და მოხერხებულ ადამიანს რომელიც უზომოდ ერთგული იყო
თუნისის მმართველი ჰუსეინიანების ოჯახის და ძალიან უყვარდა სამხედრო საქმე. ამ
თვისებების გამო ის თუნისის მმართველის აჰმად ბეის (1837-1855) ფავორიტიც გახდა
რამაც მოგვიანებით განაპირობა მისი შერჩევა თუნისის საექსპედიციო ჯარის
ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თუნისის საფაშო ოსმალეთს ყირიმის ომში 12000
ჯარისკაცით დაეხმარა, ისინი ოსმალეთის მიერ დაკავებული შავი ზღვის სანაპიროს
დასაცავად გააგზავნეს. თუნისელები თავდაპირველად ბათუმის, ქობულეთის და
შეკვეთილის მოგვიანებით კი სოხუმის მიდამოებში ასრულებდნენ გარნიზონის
მოვალეობას. ასე დაემთხვა, რომ რაშიდი სამხედრო ბანაკში მოხვდა მის გამტაცებლებთან
- თავდგირიძეებთან ერთად. ამავე პერიოდში, აჭარასა და გურიაში მძვინვარებდა
სხვადასხვა ეპიდემიური დაავადება რამაც დიდი ზარალი მიაყენა აქ დისლოცირებულ
ოსმალურ გარნიზონს. თუნისურ ჯარშს არ ჰონდა საჭირო მედიკამენტები, მათ არც
კლიმატის შესაფერისი ტანისამოსი და აღჭურვილობა გააჩნდათ და ხშირად, კვირების
განმავლობაში არ მიეწოდებოდათ საკვები. მიუხედავად რაშიდის მცდელობებისა, რაც
შეიძლება მალე და მინიმალური დანაკარგებით დაებრუნებინა თუნისის კონტინგენტი
თავიანთ ქვეყანაში, ეპიდემიების და არასათანადო პირობების გამო თუნისელთა
შემადგენლობის მესამედზე მეტი გარდაიცვალა. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა არც ერთ
მნიშვნელოვან ბრძოლაში რუსულ-ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, თავად რაშიდის
მიერ გაგზავნილ ერთ წერილში ის თუნისის მმართველს ატყობინებდა, რომ შეებრძოლა
„თავის ქართველ ნათესავებს“. თუნისური ჯარი 1856 წელს დაბრუნდა სამშობლოში
განახევრებული შემადგენლობით, ჯარისკაცები და მათი მეთაურები დიდი პატივით
მიიღო მმართველმა ბეიმ. შემდგომი წლები რაშიდი განაგრძობდა თუნისური ჯარის
გაძლიერებას და რეფორმირებას. პარალელურად, დაკავებული იყო თუნისში ახალი
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობითაც. რაშიდი ასრულებდა დიპლომატიურ საქმიანობას, ის ამავდროულად პირველი იყო ვინც თუნისში თარგმნა სამხედრო
თემატიკის წიგნები. რაშიდი საკმაოდ შეძლებულიც იყო, ჰქონდა თავისი ფერმები და
ფლობდა სავაჭრო ხომალდებს. 1861 წელს ის საფაშოს საზღვაო მინისტრის
თანამდებობაზე დაწინაურდა, თუმცა, 1864 წელს დაწყებულ ანტისამთავრობო
გამოსვლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა არ გაუწია. ამ საქციელის გამო რაშიდი
თანამდებობიდან დაითხოვეს. 1867 წლის 4 ოქტომბერს, თუნისის მმართველმა სადოკ
ბეიმ რაშიდი სიკვდილით დასჯა მის წინააღმდეგ წარუმატებელ შეთქმულებაში
მონაწილეობის საბაბით.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License