სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის რეგულარული დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების მიზეზები (XVI საუკუნის 80-იანი წლები)

Authors

  • კახაბერ დემეტრაშვილი Ilia State University G. Tsereteli Institute of Oriental Studies

Keywords:

სეფიანთა ირანი, მოსკოვის სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერია, მეფე თევდორე, ბორის გოდუნოვი, შაჰმოჰამედ ხოდაბანდე, შაჰ აბას I, ჰადი ბეგი, ვასილჩიკოვი

Abstract

1578-1590 წლებში მიმდინარეობდა ოსმალეთ-ირანის ომი, რომელშიც,
თავდაპირველად, ოსმალთა უპირატესობა გამოიკვეთა. გართულებულმა სიტუაციამ
აიძულა ირანის სახელმწიფოს მესვეურები, მოკავშირე მოეძებნათ. მათ გაითვალისწინეს
ოსმალეთის იმპერიის მიმართ მოსკოვის სახელმწიფოს უარყოფითი დამოკიდებულება,
რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მეტოქეობით და არჩევანი მასზე
შეაჩერეს.
1586 წელს ირანიდან მოსკოვის სახელმწიფოში გაიგზავნა ელჩობა, რომლის
მეშვეობით ირანის შაჰი რუსთა მეფეს, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სანაცვლოდ,
კასპიის ზღვის ორ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საპორტო ქალაქს - ბაქოსა და დარუბანდს
- სთავაზობდა. რუსთა სახელმწიფოს სამეფო კარზე ძალზე მიმზიდველი აღმოჩნდა შაჰის
ეს შემოთავაზება და მათ საპასუხო ელჩობა გააგზავნეს ირანში. გასათვალისწინებელია,
რომ რუსეთის ინტერესებს სეფიანთა სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური
ინტერესებიც ემთხვეოდა.
ნაშრომში განხილულია სეფიანთა ირანისა და მოსკოვის სახელმწიფოს დაახლოების
გამომწვევი სხვა მიზეზებიც, რომლებმაც ხელი შეუწყო მათ შორის რეგულარული
დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.

Published

2023-12-27

How to Cite

დემეტრაშვილი კ. (2023). სეფიანთა ირანსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის რეგულარული დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების მიზეზები (XVI საუკუნის 80-იანი წლები). Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/167

Issue

Section

Articles