ამიერკავკასიის ქვეყნების ადმინისტრაციული დაყოფა ოსმალთა ბატონობის დროს (1578-1603)
Keywords:
ამიერკავკასიის ქვეყნების მდგომარეობა, ოსმალური მართვა-გამგეობაAbstract
1578-1590 წწ. ოსმალეთ-ირანის ომების შედეგად ოსმალებმა დაიპყრეს
ამიერკავკასიის აღმოსავლეთი და ირანის დასავლეთი ნაწილი, და შეუდგნენ თავიანთი
წესების დანერგვას დამორჩილებულ ქვეყნებში.
1578 წლის 24 აგვისტოს ოსმალეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს. ოსმალებმა აქ
გააუქმეს სამეფო ხელისუფლება. ქართლის დაპყრობას მოჰყვა თბილისის (ქართლის)
საბეგლარბეგოს დაარსება. ოსმალებმა გორში სანჯაყი დააარსეს.
1584 წელს ოსმალებმა დაიპყრეს დმანისი და ლორე. ლორეს ციხე-სიმაგრე
საბეგლარბეგოს წარმოადგენდა, 1592 წლის შემდეგ სანჯაყად აქციეს და ჩილდირს
დაუქვემდებარეს. ოსმალური წყაროების მიხედვით: “ახალციხის, არტაანისა და ჭოროხის
ყელზე მდებარე ტერიტორიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა ერთი ახალი
საბეგლარბეგო ჩილდირის ეიალეთის სახელწოდებით“, ხოლო უზუნჩარშილის ცნობით -
ოლთისისა და არტაანის გაერთიანების შედეგად. ძირითადად გააერთიანეს სამცხეში
სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორია და აქ ოსმალური მართვა-გამგეობა დააწესეს.
ოსმალთა ოკუპაციის დროს საბეგლარბეგოები დაარსებულ იქნა შირვანში,
დარუბანდში, ვანში, ერევანში და განჯა-ყარაბაღში. XVI-XVII საუკუნეების ოსმალური
წყაროების მიხედვით, სომხეთის რეგიონი იყოფოდა შემდეგ ადმინისტრაციულ
ერთეულებად (ეიალეთი ან ვილაიეთი): ერზურუმი, ვანი, ყარსი, რუმი (სებასტია) და
დიარბაქირი.
ამიერკავკასიის ქვეყნებში ოსმალეთის მმართველობა დაფუძნებული იყო
სამხედრო ძალაზე, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის მზარდი
წინააღმდეგობა, რადგან ისინი ცდილობდნენ ოსმალთა ბატონობისაგან
განთავისუფლებას.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License