აშოტ I კურაპალატის მკვლელობის ზოგიერთი დეტალი ქართული და არაბული წყაროების მიხედვით
Keywords:
საქართველოს ისტორია, აშოტ კურაპალატი, არაბობა საქართველოშიAbstract
არაბთა დაპყრობებმა, მათმა სამხედრო წარმატებებმა და ისლამის გავრცელებამ ახლო
აღმოსავლეთში ახალი პოლიტიკური ვითარება შექმნა, რამაც უმნიშვნელოვანესი გავლენა
იქონია სამხრეთ კავკასიაზე. VII საუკუნის შუა ხანებში ქართლში არაბთა პირველი მარბიელი
ლაშქარი გამოჩნდა. ხოლო, ომაიანთა დინასტიის მეხუთე ხალიფას, აბდ ალაჰ იბნ მარვანის
დროს კი არაბებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს ქართლი.
IX ს-ის დასაწყისიდან იწყება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ
პროცესში დიდი როლი შეასრულა აშოტ I ბაგრატიონმა, რომელმაც ტაო-კლარჯეთის ანუ
„ქართველთა სამეფო“ ჩამოაყალიბა.
როგორც ქართული წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, თავდაპირველად, აშოტი
არაბთა სამსახურში იდგა და ემორჩილებოდა როგორც თბილისის ამირას, ისე ბარდავში
მჯდომ არმინიის გამგებელს. შემდეგ აშოტი არაბებს განუდგა, ბიზანტიის იმპერატორისგან
კურაპალატის ტიტული მიიღო და ტაოში დამკვიდრდა. ტაოდან აშოტ კურპალატმა
დამოუკიდებელი პოლიტიკას გატარება და შიდა ქართლისთვის ბრძოლა დაიწყო. ის
აქტიურად ჩაერთო რეგიონში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში და ლოკალურ
მოთამაშეებთან კავშირების შექმნით, ცდილობდა საკუთარი გავლენის სფერო
გაეფართოებინა. თუმცა, მან საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია და არაბთა სახალიფოს
ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
როგორც საუმბატ დავითის ძის, ასევე მატიანე ქართლისას ცნობით, აშოტი ეკლესიაში
მოკლეს, თუმცა ავტორები განსხვავებულ დეტალებს გადმოგვცემენ. მატიანე ქართლისას
ანონიმი ავტორი მოკლედ მოგვითხრობს, რომ აშოტ კურაპალატი გარდაბანში, ეკლესიაში
მოკლეს, ხოლო სუმბატ დავითის ძე გვიამბობს, რომ ის ნიგალის ხევში ღალატით იქნა
მოკლული. დღეს რთული სათქმელია, თუ სად მოკლეს სინამდვილეში აშოტ კურაპალატი,
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ორივე ცნობა გარკვეულწილად ავსებდეს ერთმანეთს.
არსებული მონაცემების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აშოტ
კურაპალატი მცირე რაზმით ჩავიდა გარდაბანში, სადაც მას ლაშქარი უნდა შეეკრიბა, თუმცა
მას მოკავშირეებმა უღალატეს და იძულებული გახდა ნიგალში გაქცეულიყო, სადაც
ღალატით მოკლეს.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License