ჩინეთის ტრანსფორმაცია

Authors

  • არჩილ კალანდია

Keywords:

ჩინეთი, სოციალიზმი, ეკონომიკა, რეფორმები

Abstract

უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ჩინეთის ტრანსფორმაციის შედეგად,
ქვეყანა გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოდ იქცა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
მსოფლიო ერთპოლარული გახდა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ჰყავდა
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპარეზზე რეალური კონკურენტი. ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის სწრაფი ეკონომიკური განვითარების შედეგად, რასაც ცხადია ყოველთვის
მოჰყვება პოლიტიკური ამბიციებიც, დღეს მსოფლიოში ორი მთავარი მოთამაშეა, ვაშინგტონისა
და პეკინის სახით.
ამ უძველესი სახელმწიფო-ცივილიზაციის აღმასვლის ძირითად წინაპირობას
წარმოადგენს პრაგმატული, რაციონალური, შედეგზე ორიენტირებული და თანმიმდევრული
პოლიტიკა, რასაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ჩინეთის არქიტექტორად წოდებულმა,
ტენგ სიაოფინგმა.
XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩინეთის გახსნილობისა და რეფორმების
პოლიტიკამ კონკრეტული შედეგების მოტანა დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია
გლობალურ, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ რუკაზე.
სტატიაში განხილულია, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული ჩინეთის
ტრანსფორმაციის შესაბამისი ეტაპები, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მთლიანი შიდა პროდუქციის წარმოების კუთხით, მსოფლიოში
მეორე უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსით სარგებლობს, ყველაზე სწრაფად მზარდი
სამომხმარებლო ბაზრით. ასევე, სტატიაში მოცემულია შესაბამისი ანალიზი, თუ რამ
განაპირობა რეფორმების წარმატება და რას ნიშნავს სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით.

Published

2023-12-27

How to Cite

კალანდია ა. (2023). ჩინეთის ტრანსფორმაცია . Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/163

Issue

Section

Articles