ინფორმაცია ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესახებ
Keywords:
შეთანხმება, ასეანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაAbstract
2020 წლის 12-15 ნოემბერს, ქ. ჰანოი პანდემიის გამო ვირტუალურ რეჟიმში
მასპინძლობდა (ვიეტნამი 2020 წელს ASEAN-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო) სამხრეთაღმოსავლეთ
აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) რიგით 37-ე სამიტს, სადაც ხელი
მოეწერა რეკორდული რაოდენობის, 80 სხვადასხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტს.
თუმცა უდავოდ, სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს 15
ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება ყოვლისმომცველი რეგიონული ეკონომიკური
პარტნიორობის (Regional Comprehensive Economic Partnership - RCEP) შესახებ. საბოლოო
ჯამში აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.
მოლაპარაკებები შეთანხმების დადებაზე 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა
და მასში მონაწილეობას იღებდა ASEAN-ის 10 წევრი-სახელმწიფო (ინდონეზია,
მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ბრუნეი დარუსალამი, ვიეტნამი,
მიანმარი, ლაოსი და კამბოჯა) და მისი ხუთი პარტნიორი ქვეყანა (ჩინეთი, იაპონია,
სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და ავსტრალია)
.
15 სახელმწიფოს მიერ შექმნილი გაერთიანება მსოფლიოს უმსხვილეს
თავისუფალი ვაჭრობის ბლოკს წარმოადგენს, რომელიც 2019 წლის მონაცემების თანახმად
მოიცავს მსოფლიო მოსახლეობის 29%-ს, მსოფლიო ექსპორტის 26%-ს, მსოფლიო
იმპორტის 25%-ს და მსოფლიო მშპ-ს 30%-ს.
ექსპერტების აზრით, RCEP–ის შეთანხმებას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია
და ის მომავალი 10-20 წლის განმავლობაში შეამცირებს მთელ რიგ ტარიფებს იმპორტზე.
შეთანხმების მიზანია ინტეგრირებული ბაზრის შექმნა. RCEP საშუალებას აძლევს
კომპანიებსა და მეწარმეებს გამარტივებული წესებით და დამატებითი რეგულაციების
გარეშე განახორციელონ შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი
პროდუქციის და მომსახურების მიწოდება. ამასთან, შეთანხმება ფოკუსირებულია
ვაჭრობის, ინვესტიციების, ინტელექტუალური
RCEP-ის შეთანხმება აერთიანებს ეკონომიკური განვითარების დონით სხვადასხვა
საფეხურზე მყოფ ქვეყნებს. ერთ ბლოკში გაერთიანდა ნაკლებად განვითარებული,
განვითარებადი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები.
ამასთან შეთანხმებაში არაფერია ნახსენები მთავრობის სუბსიდიების, გარემოს
დაცვის, შრომის სტანდარტების დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 20 თავისაგან შემდგარი RCEP-ის შეთანხმება
მნიშვნელოვანი დოკუმენტია თავისი მასშტაბითა და შინაარსით.
ექსპერტების ვარაუდით, აშშ-ისა და ინდოეთის მიერ შეთანხმებაზე არ მიერთება
ხელს შეუწყობს ჩინეთის გავლენის გაზრდას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში,
სადაც პანდემიის მიუხედავად ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა მაინც მატულობს. შექმნილი
ვითარებით ასევე მოგებულები დარჩებიან იაპონია და სამხრეთ კორეაც.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License