მიგრაციის მართვის სისტემების მოკლე მიმოხილვა
საერთაშორისოდან ეროვნულ დონემდე
Keywords:
მიგრაციის მართვა, ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მართვის სისტემებიAbstract
უკვე აღიარებულია ფაქტი, რომ თანამედროვე მიგრაციის მართვა ტრადიციული
სისტემებით/მექანიზმებით არაეფექტურია. ამის მიზეზი თავად მიგრაციის სფეროა,
რომელიც ისე განვითარდა, რომ ნელ-ნელა სახელმწიფო მოწყობის პრაქტიკულად ყველა
სფეროში შეაღწია და საკუთარი წესები და სტანდარტები დაამკვიდრა. სათანადოდ,
ასეთმა რეალობამ ახალი იდეები და, მათთან ერთად, გადაწყვეტილებებიც წარმოშვა,
რამაც, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სფეროსადმი ახლებურ მიდგომას
სახელწოდებით - „მიგრაცია და განვითარება“. მიდგომის ნოვატორული არსის
მიუხედავად, აზრები მაინც გაიყო მასზედ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ასეთ
მიდგომაზე დაფუძნებული მიგრაციის მართვის სისტემა, კერძოდ, ერთ- (ე.ი.
ტრადიციული) თუ მრავალსუბიექტიანი (ე.ი. კორპორაციული). საბოლოო ჯამში,
პრაქტიკისა და მოცემულობების გათვალისწინებით, უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვა
მართვის კორპორაციულმა სისტემამ, რაც მოქმედი აქტორების საერთო პლატფორმაზე
გაერთიანებას და კოორდინირებულ თანაქმედებას გულისხმობს.
ადამიანთა მიგრაცია თავისი ბუნებით, ხასიათითა და მამოძრავებელი
ფაქტორებით ერთ რიგში დგას დედამიწაზე მოსახლე სხვა ცოცხალ ორგანიზმთა
მიგრაციულ პროცესებთან და ეფუძნება საერთო თვისებრივ მახასიათებლებს. სწორედ
ამიტომ მიგრაციის წარმოშობა შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის გაჩენის პარალელურ
მოვლენად და იმ ელემენტად, რომელიც მუდმივ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს
ცხოვრებაზე. უკეთესი ყოფითი ან ეკონომიკური პირობების ძიება, ბუნებრივი თუ
ადამიანური ფაქტორებისგან გამოწვეული კატაკლიზმებისგან თავის დაღწევის
მცდელობა, პოლიტიკა, სამხედრო კამპანიები და მოგზაურობები - არის ის უცვლელი და
ძირითადი მიზეზები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბით
განაპირობებს ხალხთა მიგრაციას. პრეისტორიული ხანიდან დღემდე ადამიანის ამგვარ
გადაადგილებას სისტემური ხასიათი ჰქონდა და იმართებოდა საკუთარი დროისათვის
დამახასიათებელი მექანიზმებით.
პრიმიტიული და ადრეული სისტემის მართვის თანამედროვე, ე.წ. ‘ჭკვიან’
სისტემად გარდაქმნამდე ხანგრძლივმა დრომ განვლო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის
მონაწილეობით მიგრაციის ორგანიზებული პროცესები დაახლოებით 200 000-წლიან
პერიოდს მოიცავს, მისი გამომწვევი მიზეზებისგან განსხვავებით, მართვის მექანიზმები
დინამიკურად იცვლება და ქვეყნების, რეგიონებისა და კონტინენტების მიხედვით ზოგ
შემთხვევაში რადიკალურადაც კი განსხვავდება. თუმცა უფრო მართებული იქნება,
ითქვას, რომ იცვლება მასშტაბები და ტექნოლოგიები, ხოლო ისტორიულად
დამკვიდრებული მოდელები მაინც უცვლელია. თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს
მიგრაციის ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ, რომ თანამედროვე პოპულარული
ტერმინების (სავიზო რეჟიმი, ცირკულარული მიგრაცია, ტრეფიკინგი, არალეგალური
მიგრაცია და სხვ.) უკან დგას შეიძლება უფრო პრიმიტიული, მაგრამ სრულიად
ანალოგიური დატვირთვის მქონე უძველესი პრაქტიკა, რომელიც ან დავიწყებული და
ხელმეორედ აღმოცენებული, ან უბრალოდ ახალი სახელწოდებით გვევლინება.
XXI საუკუნის მიგრაციული პროცესების ძირითადი მასაზრდოებელი წყარო
გასული ასწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ისტორიული მოდელის შერწყმის
საფუძველზე ფორმირებული მიგრაციული პოლიტიკა და მისგან მომდინარე მართვის
სისტემაა. გარკვეულწილად, სწორედ ამ, დღევანდელობისათვის მეტად მოძველებულმა
მიგრაციის მართვის სისტემამ განაპირობა თანამედროვე მიგრაციული პროცესები და
წარმოშვა მათი მართვის ძირეულად, გლობალურ და ეროვნულ დონეებზე ხელახლა
გააზრებისა და რეფორმირების აუცილებლობა.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License