ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დინამიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შუამავლობის კონტექსტში

Authors

  • ზვიად ტყაბლაძე Georgian Technical University

Keywords:

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ისრაელი, საუდის არაბეთი, აშშ

Abstract

ისრაელი და საუდის არაბეთი, ბოლო დრომდე დაპირისპირებული სახელმწიფოები, დღითიდღე უახლოვდებიან ერთმანეთს. საუდის არაბეთის მიერ „აბრაამის შეთანხმებებთან“ მიერთება და ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებს იგივე ნაბიჯი გადადგან ისრაელთან მიმართებაში.

ორ ქვეყანას ჰყავს საერთო რეგიონული მოწინააღმდეგე - ირანი, რომლის ექსპანსიის შეკავებაში ისინი სასიცოცხლოდ დაინტერესებულნი არიან. მათ ჰყავთ საერთო მოკავშირე - ამერიკის შეერთებული შტატები. მხოლოდ ამ ორი პარამეტრის მიხედვით, არ-რიადის და ებრაული სახელმწიფოს დაახლოება ობიექტურად გარდაუვალია. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საუდის არაბეთთან განიხილავს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას და „აბრაამის შეთანხმებებთან“ მიერთების შესაძლებლობას. რომ არა პალესტინის საკითხი, ისრაელთან შეთანხმება ხვალაც კი იქნებოდა მიღწეული.

Published

2023-12-27

How to Cite

ტყაბლაძე ზ. (2023). ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დინამიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შუამავლობის კონტექსტში. Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/158

Issue

Section

Articles