თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები „თურქეთის საუკუნეში“

Authors

  • დავით თავაძე

Keywords:

თურქეთის საუკუნე, საგარეო პოლიტიკა, თურქეთის ღერძი

Abstract

თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის თავზე პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა წარმოადგინა ახალი კონცეფცია - „თურქეთის საუკუნე“, რომელიც უნდა გახდეს მომავალ ათწლეულებში თურქეთის განვითარების გზამკვლევი. იგი, სხვა მიმართულებების პარალელურად, შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით როგორც „რბილი“, ასევე „ხისტი“ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე და ამ „ძალების“ ეფექტურობის გაზრდის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. პარალელურად, კონცეფცია შეიცავს გზავნილებს, კონკრეტული ქვეყნების, რეგიონების და საგარეო პოლიტიკური პროცესების მიმართ ოფიციალური ანკარის შესაძლო პოლიტიკის შესახებ. წინამდებარე სტატიაში განხილულია „თურქეთის საუკუნის“ კონცეფცია და ყურადღება გამახვილებულია არსებულ ეტაპზე თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის აქტუალურ საკითხებზე.

Published

2023-12-27

How to Cite

თავაძე დ. (2023). თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები „თურქეთის საუკუნეში“ . Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/157

Issue

Section

Articles