„რბილი ძალის“ თავისებურებანი თურქული სერიალების მაგალითზე
Keywords:
რბილი ძალა, თურქული, საქართველოAbstract
თურქული „რბილი ძალა“ სერიალების სახით საქართველოში 2010 წლიდან გაჩნდა. პოპულარული ქართული არხები ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ამ სერიალების შეძენის, ისე ტრანსლირების, ასევე მათში მონაწილე თურქი მსახიობების ინტერვიუების გაშვების კუთხით. ზოგიერთ შემთხვევებში თურქულ სერიალებს პირდაპირი გავლენა გააჩნია საქართველოს საზოგადოებაზე. მაგალითად, 2018 წელს საქართველოში დაბადებულ 159 ბავშვს დაარქვეს თურქული სერიალების გმირთა სახელები: მათგან 32-ს — ონური, 65-ს — დამლა, 35-ს — ზეჰრა და 27-ს — ელიფი. თუ 2009-2010 წლებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 19% ამართლებდა ქართველი ქალების ქორწინებას თურქებზე, 2010 წლის (ანუ თურქული სერიალების ქართულ ტელესივრცეში გამოჩენის) შემდეგ ამ მონაცემმა ნელ-ნელა ზრდა დაიწყო და 2017 წელს ამას უკვე მოსახლეობის 31% ამართლებდა. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა სხვა მაჩვენებლებშიც. მაგალითად კითხვაზე, „რომელი ქვეყანა მიგაჩნიათ საქართველოს მთავარ მეგობრად?“, 2013 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაასახელა ასეთად თურქეთი. მაგრამ 2017 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და უკვე 6% შეადგინა.
დასკვნები:
- თურქულმა „რბილმა ძალამ“ (მათ შორის სერიალებმა) უკეთესობისკენ შეცვალა
თურქეთის სახელმწიფოსა და თურქული კულტურის იმიჯი მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც; - თურქული სერიალების გავლენა მაღალია თურქეთის სამეზობლოში, მათ შორის,
საქართველოშიც და ეს გავლენა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება; - მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, თურქულ სერიალებს ქართულ ტელესივრცეში
მომავალშიც ექნება საკუთარი ადგილი; - თურქული „რბილი ძალის“ (მათ შორის სერიალების) გავლენა განსაკუთრებით
მაღალია აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებზე, რაც,
სავარაუდოდ, დიდხანს შენარჩუნდება.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 © 2023 Free University Institute of Asia and Africa. All rights reserved

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
You are free to:
- Share: Copy and redistribute the material in any medium or format.
Under the following terms:
-
Attribution: You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
-
NonCommercial: You may not use the material for commercial purposes.
-
NoDerivatives: If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
Notices:
-
You do not have to comply with the license for elements of the material in the public domain or where your use is permitted by an applicable exception or limitation.
-
No warranties are given. The license may not give you all the permissions necessary for your intended use. For example, other rights such as publicity, privacy, or moral rights may limit how you use the material.
For more details about the Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License, visit: Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License